იპოვე უკეთესი სამსახური

როგორ დავძლიოთ გასაუბრებაზე მიღებული უარით გამოწვეული სტრესი

იდეალურ სამყაროში ყველა გასაუბრება წარმატებით დასრულდებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ვაკანტური ადგილების დაკავებისთვის ბრძოლა, როგორც წესი, ძალიან კონკურენტუნარიანია და მხოლოდ ყველაზე შესაფერისი კანდიდატები ახერხებ სასურველი პოზიციების დაკავებას. 

წარუმატებელმა გასაუბრებამ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს თქვენს თვითდაჯერებულობაზე და ამის გამო დაითრგუნოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს თავს ამის უფლება არ უნდა მისცეთ, რადგან პრობლემას ვერაფრით მოაგვარებთ. 

პირველი ნაბიჯი

დავუშვათ, რომ გასაუბრებისთვის ყველანაირ კომპონენტი დააკმაყოფილეთ. წასვლამდე მოირგეთ საუკეთესო კოსტიუმი, მიხვედით ადრე და პრინციპში, თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილიც მიმზიდველად გამოიყურება. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სამსახურის დასაწყებად საკმარისი არ აღმოჩნდა და თქვენმა გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა. რა უნდა ქნათ შემდეგ? 

გასაგებია, რომ ერთმა ან მეტმა წარუმატებელმა გასაუბრებამ შესაძლოა მორალურად ძალიან შეგარყიოთ და შემდგომსი აღარ სცადოთ სამსახურის ძებნა. ეს კი, ყველაზე დიდი შეცდომაა წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ. 

გახსოვდეთ ძველი გამოთქმა „ვინც ეძებს, ის პოულობსო“ და არ დანებდებთ. შრომა ადრე თუ გვიან მაინც ფასდება და ამის გამო, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს. წარუმატებელი გასაუბრება მაგალითად უნდა გამოიყენოთ და შეცდომებზე ისწავლოთ. 

მეორე ნაბიჯი

მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ წარუმატებლობა მხოლოდ მომავალი წარმატების დასაწყისია, ცხოვრება ლაღად უნდა განაგრძოთ. პირველ რიგში, გასაუბრებაზე მიღებული უარი არასოდეს მიიტანოთ გულთან იმდენად ახლოს, რომ თქვენი პიროვნება შეარყიოს. ყოველთვის იყავით საკუთარ განვითარებაზე კონცენტრირებულნი და თავაწეულმა იარეთ. უამრავი ადამიანი განიცდის მსგავს წარუმატებლობას ყოველდღიურად და ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეგემთხვათ. 

როგორც წესი, წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ დამსაქმებლები დაწუნებულ კანდიდატებს უარის შესახებ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით მიმართავენ ხოლმე. თუ ამ ტიპის წერილს მიიღებთ, მაშინ კარგი იქნება, თუ მათ საპასუხო წერილით მიმართავთ და სთხოვთ აგიხსნან, რა გახდა თქვენი დაწუნების მიზეზი. თუ გაგიმართლათ და პასუხი მიიღეთ, მაშინ შეგიძლიათ მითითებული ხარვეზების გამოსწორებაზე დაიწყოთ მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ გამოიჩენს კეთილშობილებას და ბედის ანაბარა დაგტოვებთ, საკუთარ შეცდომებს თავად უნდა ჩაუღრმავდეთ. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ყოფილიყავით კომპანიის მფლობელი, რა არ მოგეწონებოდათ თქვენს პასუხებში?

ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ განვითარებაში და ყოველი მომდევნო გასაუბრება უფრო და უფრო წარმატებული იქნება. 

ნაბიჯი მესამე

ახლა დროა, რომ პოზიტიური განწყობა დაიბრუნოთ. გახსოვდეთ, რომ რადგანაც გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა, არ ნიშნავს რომ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილება უსარგებლოა. პირიქით, იმედგაცრუება დაგეხმარებათ, რომ გახდეთ უფრო წარმატებულნი. 

ყველა კომპანიას თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის მიხედვითაც ეძებს თანამშრომლებს. თქვენ უკვე იცით თუ როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის უკეთესად, რათა წარმატებას მიაღწიოთ. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს მიერ მოცემულ რჩევებს, გაიზრდებით როგორც პროფესიონალური კუთხით, ისე პიროვნულადაც. არ დაგავიწყდეთ, რომ სამსახურის ძიების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ მიერ მომზადებულ CV-ს, რომელიც მთელი რიგი წესების მიხედვით უნდა შექმნათ. 

ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ არ უნდა დანებდეთ. როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება და შესაძლოა, ეს თქვენთვის უკეთესი შესასვლელი აღმოჩნდეს. ცხოვრება გამოწვევებისგან შედგება და მათთან დანებება კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით ღია ყველა შესაძლებლობისთვის, რომელიც ცხოვრებაში მოგეცემათ. 

წარმატებებს გისურვებთ!

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

შეუერთდით 19,323 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: