1. ყველა ვაკანსიაზე CV-ს გაგზავნა ცუდი იდეაა
კონცენტრირდით იმ ვაკანსიებზე, რომლებისთვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ. ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია, რომ გასაუბრებაზე დაგიბარონ. იმ ვაკანსიებზე, რომელთა მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებთ, ცხადია, არ გამოგეხმაურებიან, რაც თქვენს განწყობასა და ნერვებზე ნეგატიურად იმოქმედებს, ეს კი სამსახურის ძებნის პროცესში საერთოდ არ გჭირდებათ. ვიდრე სამსახურის ძებნას შეუდგებით, კარგად ჩამოყალიბდით რა ტიპის სამუშაოს ეძებთ და რა კვალიფიკაცია გაგაჩნიათ.
2. არ შეწყვიტოთ ვაკანსიებზე CV-ს გაგზავნა
იმ პერიოდშიც კი, როცა დამსაქმებლისგან საბოლოო პასუხს ელით, აგზავნეთ თქვენი CV სხვა ვაკანსიებზეც. სტატისტიკურად, სამსახურის მაძიებლებს, საშუალოდ 15 დამსაქმებელი ისტუმრებს უარით. უარის შემთხვევაში დაუკვირდით და გაანალიზეთ, სად და როგორ დაუშვით შეცდომა. არ გაჩერდეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ, აგზავნეთ CV, ვიდრე პოზიტიურ შედეგს არ მიარწევთ.
3. დამსაქმებლის ყურდღების მისაქცევად კარგი სამოტივაციო წერილი გჭირდებათ
გაითვალისწინეთ, რომ ერთ ვაკანსიაზე, ძალიან ბევრი ადამიანი აგზავნის თავის CV-სა და სამოტივაციო წერილს. თქვენ ყველაგან უნდა გამოირჩეოდეთ და დამსაქმებელზე შთაბეჭდილება რამენიმე წამში უნდა მოახდინოთ. თუ გამოცდილ HR-ებს დავუჯერებთ, თქვენი სამოტივაციო წერილის პირველივე აბზაცში უნდა ჩანდეს, თუ რატომ იქნება კომპანიისთვის სასარგებლო თქვენი დასაქმება თუ ამას ასე მალე ვერ მოახერხებთ, დიდი ალბათობით, გასაუბრებაზე არ დაგიბარებენ.
4. CV-ში მთელი თქვენი სამუშაო გამოცდილების მითითება საჭირო არ არის
თუ 40 წლიანი სამუშაო სტაჟი გაქვთ და თან უამრავ ადგილას გიმუშავიათ, CV-ში ყველაფერს ნუ ჩაწერთ. ეს ზედმეტი ინფორმაციაა, რომელიც სამსახურის შოვნაში ხელსაც კი შეგიშლით. დაუკვირდით ვაკანსიის მოთხოვნებს და მხოლოდ რელევანტური ინფორმაცია გააგზავნეთ.
5. წინა სამსახურების გარდა, CV-ში სხვა რაღაცების ჩაწერაც შეგიძლიათ
თუ ისე მოხდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არსად გიმუშავიათ და CV-ში ცარიელი ადგილი გრჩებათ, არ იდარდოთ. შეგიძლიათ, ფრილანსზე ან მოხალისედ მუშაობის პერიოდის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიტანოთ ან თუნდაც სწავლის, ტრენინგებისა და სხვა მსგავსი ტიპის გამოცილება ახსენოთ.
6. იყავით გულწრფელი
ცხადია, გასაუბრებისთვის უნდა მოემზადოთ და ყველა კითხვაზე პასუხი წინასწარ იცოდეთ, მაგრამ პასუხებსა და მიმიკებს ნუ დაიზეპირებთ, იყავით გულწრფელი და წარმოაჩინეთ თქვენი თავი ბუნებრივად.
7. მოყევით ამბები თქვენი გამოცდილების შესახებ
დამსაქმებლის წინაშე თავის უკეთ წარმოჩენაში თქვენი გამოცდილების ამბად მოთხრობა დაგეხმარებათ. თუ გეკითხებიან კონკრეტულ სიტუაციაზე და პრობლემაზე, რომლის გადაჭრაც ადრე მოგიწიათ, მოყევით ამ შემთხვევის შესახებ და გააცანით თქვენი უნარები უფრო დეტალურად და საინტერესოდ.
8. არასოდეს თქვათ ცუდი რამ თქვენი წინა დამსაქმებლის შესახებ.
არ ილაპარაკოთ ცუდად თქვენი წინა სამსახურის, თანამშრომლების ან უფროსის შესახებ. პირველი, რასაც გამსაუბრებელი გაიფიქრებს, იქნება თუ რას იტყვით მათზე, როცა სხვაგან გადასვლა ან წასლვა მოგიწევთ. არ აქვს მნიშნელობა მართლა ცუდი სამსახური იყო და ცუდად გეპყრობოდნენ თუ არა - დაახასიათეთ მოკლედ, სამსახურეობრივი დეტალებით, ნუ იწუწუნებთ და ნურც გალანძღავთ.