"გრენა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
- გარე თუ შიდა/კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება;
- სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა; სარეკლამო კამპანიების განხორციელება სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით;
- FB გვერდის მართვა და ადმინისტრირება;
- ბლოგისთვის მასალების მომზადება;
- სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობის ამაღლებას და ახალი მომხმარებლების მოზიდვას;
- კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
- ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
- სხვადასხვა ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- კრეატიულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- ქართული, ინგლისური მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათით და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა. სამოტივაციო წერილში, გთხოვთ, მიუთითოთ თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა, რისი გაკეთება გსურთ/შეგიძლიათ და რა ადასტურებს თქვენს შესაძლებლოიბებს ამ სფეროში.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - "გრენა"-ს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.grena.ge