იპოვე უკეთესი სამსახური

ვაკანსიების და განცხადებების გამოქვეყნება

დაიწყეთ კადრების მოძიება ეფექტიანად. განათავსეთ განცხადება JOBS.On.ge-ზე, მიწვდით უფრო მეტ ადამიანს და იპოვეთ ყველაზე შესაფერისი კანდიდატები.

ყველაზე დიდი აუდიტორია

თქვენთვის იდეალური კანდიდატი შესაძლოა სულაც არ ეძებდეს აქტიურად ვაკანსიებს. JOBS.On.ge-ზე განთავსებული განცხადებები ავტომატურად იწყებს როტაციას On.ge-ს საიტების ქსელში. ყოველი ახალი ამბის და გასართობი სტატიის წაკითხვისას, ან მართვის მოწმობის ტესტით ვარჯიშისას, დღეში 30 ათასზე მეტი ადამიანი ხედავს ახალ ვაკანსიებს JOBS.On.ge-დან.

On.ge, NEWS.On.ge, თეორია.On.ge, Spell.On.ge, GOODNEWS.GE

დახვეწილი დიზაინი

JOBS.On.ge მთავარ აქცენტს მომხმარებლისთვის კომფორტულ სერვისზე აკეთებს. სუფთა, კონტენტზე ფოკუსირებული საიტი, რომელიც უსწრაფესად იტვირთება და არ არის გადატვირთული რეკლამით, იდეალური ადგილია თქვენი განცხადებისთვის.

სანდო ბრენდი

On.ge უკვე მესამე წელია ქართული ონლაინ-მედიის ხარისხის სტანდარტს ქმნის. ჩვენი მომხმარებლები ენდობიან ჩვენს ბრენდს, როგორც ახალი ამბების და ინტერაქტიული სერვისების კომფორტულ და მაღალხარისხიან მომწოდებელს.

მზად მობილური ეპოქისთვის

მობილურით ინტერნეტის მოხმარებამ უკვე გადაუსწრო დესკტოპ და ლეპტოპ-კომპიუტერებს. ჩვენი საიტი სრულადაა ოპტიმიზირებული ყველა ზომის მოწყობილობისთვის. მომხმარებელს არ უწევს საიტის გადიდება, ეკრანის მოძრაობა და წვალება განცხადების ტექსტის წასაკითხად.

მზად Facebook-ეპოქისთვის

ჩვენთან განთავსებული განცხადებები სრულად იყენებს Facebook-ის შესაძლებლობებს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ გაზიარებული ბმული და მისი ვიზუალი იყოს მიმზიდველი და თქვენი ბრენდის შესაბამისი. Facebook-ის მობილურ აპლიკაციაში კი, განცხადება იტვირთება მომენტალურად — Instant Articles ფორმატში.

სრული ბრენდირებით

ჩვენ არ ვთვლით, რომ განცხადების და კომპანიის ბრენდირება — საიტისთვის მიმზიდველი ვიზუალის შექმნა — დამატებითი სერვისი უნდა იყოს. წარმოაჩინეთ თქვენი კომპანია საუკეთესოდ, ისარგებლეთ კომპანიის ბრენდირებული გვერდით, რაც რამდენჯერმე ზრდის ნდობას და ინტერესს დამსაქმებლის მიმართ.

სრული ინფორმაციით

ჩვენი პარტნიორებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია სპეციალური სივრცე საიტზე, სადაც ჩანს მათი განცხადებების სტატისტიკა — რამდენმა ადამიანმა ნახა ეს განცხადება, რამდენმა გააზიარა ფეისბუქში და საიდან შემოდიოდნენ მომხმარებლები ამ განცხადებაზე.