Marketing Manager

  • Location: Tbilisi
  • Published 2293 days ago / Jan 16, 2018
    Deadline reached 2277 days ago / Jan 31, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

"გრენა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
  • გარე თუ შიდა/კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ორგანიზება;
  • სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა; სარეკლამო კამპანიების განხორციელება სხვადასხვა სოციალური ქსელების გამოყენებით;
  • FB გვერდის მართვა და ადმინისტრირება;
  • ბლოგისთვის მასალების მომზადება;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობის ამაღლებას და ახალი მომხმარებლების მოზიდვას;
  • კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინის შემუშავება და კონტროლი, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
  • ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
  • სხვადასხვა ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • კრეატიულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  • ქართული, ინგლისური მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათით და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა. სამოტივაციო წერილში, გთხოვთ, მიუთითოთ თუ რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა, რისი გაკეთება გსურთ/შეგიძლიათ და რა ადასტურებს თქვენს შესაძლებლოიბებს ამ სფეროში.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - "გრენა"-ს შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.grena.ge

Join our mailing list of 19,367 users — get new announcements via email: