იპოვე უკეთესი სამსახური

მომსახურების პირობები

დაიწყეთ კადრების მოძიება ეფექტიანად. განათავსეთ განცხადება JOBS.On.ge-ზე, მიწვდით უფრო მეტ ადამიანს და იპოვეთ ყველაზე შესაფერისი კანდიდატები.

სტანდარტული განთავსება: 30 ლარი

მომსახურება მოიცავს:

  • განთავსებას მაქსიმუმ 45 დღის ვადით.
  • განცხადების როტაციას On.ge-ს ქსელის საიტებზე.
  • განცხადების დაგზავნას ელფოსტით JOBS.On.ge-ს გამომწერებთან.
  • მაქსიმუმ 2 განსხვავებული პოზიციის გამოცხადებას ვაკანსიის ერთ განცხადებაში.
  • ლოგოს განცხადებების სიაში და განცხადების გვერდზე.
  • ბრენდირებულ სურათს განცხადების ფეისბუქზე გაზიარებისას.
  • კომპანიის ბრენდირებულ პროფილს JOBS.On.ge-ზე.
  • წვდომას კლიენტის სივრცეში, განცხადების სტატისტიკასთან.

სტანდარტული განთავსება 50% ფასდაკლებით

  • ადგილობრივი არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
  • მხოლოდ ვაკანსიების განცხადებებისთვის.

სტანდარტული განთავსება უფასოდ

პირობა მოქმედებს, თუ განცხადებას არ აქვს პირდაპირი ან ირიბი კომერციული მიზნები და ეხება:

  • უფასო ტრენინგს, სემინარს ან მსგავს ღონისძიებას.
  • საგრანტო პროგრამებს (კონკურსში/შერჩევაში მონაწილეობის საფასურის გარეშე).
  • სტიპენდიებს (კონკურსში/შერჩევაში მონაწილეობის საფასურის გარეშე).

განმეორებითი სტანდარტული განთავსება 15 ლარი

  • პირობა ვრცელდება პირველი განთავსების თარიღიდან 2 თვის მანძილზე.
  • განცხადება განმეორებით თავსდება იგივე ფორმით, ცვლილებების გარეშე.
  • ვრცელდება მხოლოდ ვაკანსიების განცხადებებზე.

ანონიმური განთავსება 60 ლარი

  • განთავსება დამქირავებლის დასახელების გარეშე, მოხსენიებული ზოგადი სახელით (“კომპანია”, “ფინანსური ორგანიზაცია”, ა.შ.)
  • საფოსტო ყუთი აპლიკანტებთან კომუნიკაციისთვის მისამართზე @jobs.on.ge
  • კონფიდენციალურობის სრული დაცვა.

ფასდაკლება წინასწარი შეძენისას –40%-მდე

ფასდაკლება ვრცელდება სტანდარტულ განთავსებაზე, წინასწარი მოცულობითი შესყიდვისას:

  • 20% ფასდაკლება 20 ან მეტი განცხადების წინასწარი შეძენისას.
  • 30% ფასდაკლება 30 ან მეტი განცხადების წინასწარი შეძენისას.
  • 40% ფასდაკლება 40 ან მეტი განცხადების წინასწარი შეძენისას.

მოცულობითი შესყიდვისას ათვისების ვადაა შეძენიდან 1 წელი.