შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას ტექნიკოსის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (2)ორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/06/2018.
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/07/2018.
თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების, დიზაინი, გაყვანა და მონტაჟი, ზედამხედველობა მსგავსი სამუშაოს შესრულებაზე;
- დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე.) კვების სისტემის დიზაინი, ინსტალაცია;
- ელექტრული სქემის გარჩევა;
- საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო ტექნიკური;
- სპეციალობა: არ არის შეზღუდული (სასურველია კავშირგაბმულობა, ზოგადი ფიზიკა, ელექტრონიკა, კომპიუტერული მეცნიერებები);
- მსგავსს სფეროში მინუმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენა (სასაუბრო, წერა, კითხვა) გამართულად;
- რადიო-ელექტრონიკის ცოდნა,
უპირატესობად ჩაითვლება:
- უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო, დაშვების კონტროლისა და ვიდეო სისტემები CCTV) და ქსელები ცოდნა;
- თუ გავლილი გაქვთ მწარმოებელთა სპეციალური ტრეინინგები;
- გაცნობიერებული ხართ SCADA სისტემაში;
- იცნობთ შესაბამისი სტანდარტებს.
უნარ-ჩვევები:
- ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინიციატურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობის ფლობა და ავტომანქანის მართვა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული(გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად)
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00დან 18:00 მდე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;
მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად 16 წელი).
შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;
დასაქმებულის უფლებები:
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected], ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: ტექნიკოსი)
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.