Technician

  • Location: Tbilisi
  • Published 2628 days ago / May 29, 2018
    Deadline reached 2605 days ago / Jun 20, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას ტექნიკოსის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (2)ორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20/06/2018.

დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/07/2018.

თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების, დიზაინი, გაყვანა და მონტაჟი, ზედამხედველობა მსგავსი სამუშაოს შესრულებაზე;
  • დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე.) კვების სისტემის დიზაინი, ინსტალაცია;
  • ელექტრული სქემის გარჩევა;
  • საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო ტექნიკური;
  • სპეციალობა: არ არის შეზღუდული (სასურველია კავშირგაბმულობა, ზოგადი ფიზიკა, ელექტრონიკა, კომპიუტერული მეცნიერებები);
  • მსგავსს სფეროში მინუმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენა (სასაუბრო, წერა, კითხვა) გამართულად;
  • რადიო-ელექტრონიკის ცოდნა,

უპირატესობად ჩაითვლება:

  • უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო, დაშვების კონტროლისა და ვიდეო სისტემები CCTV) და ქსელები ცოდნა;
  • თუ გავლილი გაქვთ მწარმოებელთა სპეციალური ტრეინინგები;
  • გაცნობიერებული ხართ SCADA სისტემაში;
  • იცნობთ შესაბამისი სტანდარტებს.

უნარ-ჩვევები:

  • ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
  • პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინიციატურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობის ფლობა და ავტომანქანის მართვა.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული(გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად)
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
  • სამუშაო გრაფიკი:  5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00დან 18:00 მდე;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი  ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;

მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად 16 წელი).

შეზღუდვები:  კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად,  კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: ტექნიკოსი)


შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

Join our mailing list of 20,044 users — get new announcements via email: