კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ვის ვეძებთ?
- ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს;
- სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
რას გთავაზობთ?
- ტრენინგებს;
- საოფისე სამუშაოს;
- ზრდად ანაზღაურებას;
- სამოტივაციო სქემებს;
- კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ ატმოსფეროს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს.
რატომ ტელექსი?
- სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა);
- შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. (ფიქსირებული ანაზღაურება იწყება 200 ლარიდან და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა # 7
ძირითადი მოთხოვნები:
- პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
- კომპანიის მომსაუხრების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
- მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება;
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
- მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ;
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?
- სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
- მოქნილობა, დიპლომატიურობა;
- მოტივირებულობა, ენთუზიაზმი;
- ორგანიზებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
როგორ ხორციელდება შერჩევა?
- CV/რეზიუმეების გადარჩევა
- სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან პარაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას
როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?
- შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected] 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
- გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
მეტი ინფორმაციისათვის:
დაგვიკავშირდით 215 91 91
გვესტუმრეთ http://telex.ge/
დაგვიმეგობდრით facebook.com/TELex.ge