Call Center Operator

  • Location: Tbilisi
  • Published 2820 days ago / Mar 21, 2018
    Deadline reached 2794 days ago / Apr 15, 2018
  • Salary: From 200 GEL

The full text of this announcement is in Georgian:

კომპანია ტელექსი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვის  ვეძებთ?

  • ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს;
  • სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

რას გთავაზობთ?

  • ტრენინგებს;
  • საოფისე სამუშაოს;
  • ზრდად ანაზღაურებას;
  • სამოტივაციო სქემებს;
  • კარიერის დაწყების და  განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ ატმოსფეროს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ ტელექსი?

  • სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00 - 16:00; 16:00 - 22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა);
  • შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან. (ფიქსირებული ანაზღაურება იწყება 200 ლარიდან და მოქმედებს ყოველთვიური, ზრდადი საბონუსე სქემა გაყიდვების მოცულობის შესაბამისად 8%-დან 15%-მდე).

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა # 7

ძირითადი მოთხოვნები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • კომპანიის მომსაუხრების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება;
  • მომხმარებლთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება;
  • პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა;
  • მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ;
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა;
  • მოტივირებულობა, ენთუზიაზმი;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ ხორციელდება  შერჩევა?

  • CV/რეზიუმეების  გადარჩევა
  • სატელეფონო გასაუბრება  და პირისპირ გასაუბრება
  • შერჩეული კანდიდატები გაივლიან პარაქტიკულ ტრენინგებს და ანაზღაურებად სტაჟირებას

როგორ გამოვაგზავნო რეიზუმე?

  • შეავსეთ ელ-აპლიკაცია ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: [email protected] 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
  • გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით  215 91 91

გვესტუმრეთ http://telex.ge/

დაგვიმეგობდრით facebook.com/TELex.ge

Join our mailing list of 20,166 users — get new announcements via email: