სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; მარკეტინგული გეგმის დასახვაში მონაწილეობის მიღება; პირდაპირი მარკეტინგისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;
- განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
- მენეჯმენტისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- კლიენტების მომსახურება;
- კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- გაყიდვებში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სატელეფონო ცენტრში საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გუნდის მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სისხარტე მუშაობაში;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- კონფლიქტების არიდების უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Call Center Sales Team Leader".