Call Center Sales Team Leader

  • Location: Tbilisi
  • Published 2831 days ago / Sep 21, 2017
    Deadline reached 2821 days ago / Sep 30, 2017

The full text of this announcement is in Georgian:

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სატელეფონო ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; მარკეტინგული გეგმის დასახვაში მონაწილეობის მიღება; პირდაპირი მარკეტინგისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;
  • განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • კლიენტების მომსახურება;
  • კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • გაყიდვებში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სატელეფონო ცენტრში საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების არიდების უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Call Center Sales Team Leader".

Join our mailing list of 19,991 users — get new announcements via email: