იპოვე უკეთესი სამსახური

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2135 დღის წინ / 20 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2119 დღის წინ / 5 ივლ. 2018

შპს სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.    

გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვემდე

ამოცანები:

  • კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარება;
  • პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
  • არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება;

სამუშაო ფუნქციები:

  1. შრომის პირობების ინსპექტირება;
  2. შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
  3. კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და მენეჯმენტთან წარდგენა;
  4. შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  5.  OHSAS 18001  სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
  6. OHSAS 18001 სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
  7. კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
  8. საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
  9. შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
  10. აუცილებლობის  შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
  11. რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  12. შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
  13. კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
  14. პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
  15. კომპანიის შენობა-ნაგებობების  უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ;
  16. კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
  17. პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
  18. ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
  19. ხელმძღვანელობის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
  20. სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
  21. თბილისის და რეგიონის მასშტაბით  გეგმიური  და  წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის  სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე დაკვირვების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არაკონფლიქტური;
  • მოტივირებული და ორგანიზებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ ეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: