The full text of this announcement is in
Georgian:
შპს სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.
გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვემდე
ამოცანები:
- კონტროლის მექანიზმების და სისტემების დანერგვა/განვითარება;
- პოტენციური დარღვევების/შესაძლო გადახრების წინასწარი გამოვლენა და პრევენცია;
- არსებული დარღვევების დროული გამოვლენა და რეაგირება;
სამუშაო ფუნქციები:
- შრომის პირობების ინსპექტირება;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავება/დანერგვა/შესრულების კონტროლი;
- კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და მენეჯმენტთან წარდგენა;
- შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- OHSAS 18001 სტანდარტის (სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
- OHSAS 18001 სტანდარტის და სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
- კომპანიის მენეჯმენტის კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
- საშიშროებების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კომპანიის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
- აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
- კომპანიაში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
- პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
- კომპანიის შენობა-ნაგებობების უზრუნველყოფა გამაფრთხილებელი ნიშნებით საჭიროებისამებრ;
- კომპანიაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
- პირველადი დახმარების ყუთებით კომპანიის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე;
- ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
- ხელმძღვანელობის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
- სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
- თბილისის და რეგიონის მასშტაბით გეგმიური და წერტილოვანი ვიზიტების განხორციელება და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- განათლება ტექნიკური მიმართულებით
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ტრენინგების (სასურველია სერტიფიცირებული) გავლას მიენიჭება უპირატესობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე დაკვირვების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- არაკონფლიქტური;
- მოტივირებული და ორგანიზებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 5 ივლისის ჩათვლით.
ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ ეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.