პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Mobility აცხადებს სტაჟირების პროგრამას ვებ-პროგრამირების ინტერნის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
- ვებ-გვერდების შემუშავება და განვითარება PHP პროგრამულ ენაზე;
- პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
- საბოლოო პროდუქტის ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- PHP პროგრამული ენის საბაზო ცოდნა;
- ობიექტურად-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
- HTML5/CSS3/JS ტექნოლოგიების ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- კოდის რეპოზიტორიებთან (მაგ. GitHub, BitBucket და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება.
რას ვთავაზობთ:
- სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
- სტაჟირების ვადა: 3 თვე;
- სტიპენდია: 200 ლარი;
- სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
- საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
- ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
- წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:
- პირადი CV;
- ნამუშევრების პორტფოლიო - პირადად ან გუნდურად შემუშავებული ვებგვერდების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ.
წერილები მიიღება მისამართზე: [email protected] 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “Web Intern”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.mobility.ge