Web Intern

  • Location: Tbilisi
  • Published 2216 days ago / Apr 2, 2018
    Deadline reached 2187 days ago / Apr 30, 2018
  • Salary: 200 GEL

The full text of this announcement is in Georgian:

პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Mobility აცხადებს სტაჟირების პროგრამას ვებ-პროგრამირების ინტერნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 

  • სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ვებ-გვერდების შემუშავება და განვითარება PHP პროგრამულ ენაზე;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
  • საბოლოო პროდუქტის ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • PHP პროგრამული ენის საბაზო ცოდნა;
  • ობიექტურად-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
  • HTML5/CSS3/JS ტექნოლოგიების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კოდის რეპოზიტორიებთან (მაგ. GitHub, BitBucket და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება.

რას ვთავაზობთ:

  • სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
  • სტაჟირების ვადა: 3 თვე;
  • სტიპენდია: 200 ლარი;
  • სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
  • საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
  • ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
  • წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • პირადი CV;
  • ნამუშევრების პორტფოლიო - პირადად ან გუნდურად შემუშავებული ვებგვერდების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ.

წერილები მიიღება მისამართზე: [email protected] 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “Web Intern”.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.mobility.ge

Join our mailing list of 19,367 users — get new announcements via email: