ტურისტული კომპანია ჯეოვიზიტ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
1. ტურისტული პროდუქტის შექმნა, განვითარება, გაფორმება და რეალიზაცია:
- ტურისტული მომსახურების სწორი ორგანიზება;
- ტურებისა და მომსახურების პროგრამის დაკომპლექტება;
- ტურისტული პროდუქტების მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ტურისტული პროდუქტის თვითღირებულების დაანგარიშება და გასაყიდი ფასის განსაზღვრა;
- სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა.
2. მომსახურების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის კონტროლი:
- მომსახურების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
- მომსახურების დაჯავშნა, დადასტურება და გაფორმება;
- ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან მუშაობა;
- კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
3. თანამშრომლების შრომითი დისციპლინის კონტროლი:
- საოფისე სამუშაოების მომზადება და ორგანიზება;
- თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა და არსებული პრობლემების გადაჭრაში ხელის შეწყობა;
- ფუნქცია-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება თანამშრომლებს შორის;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
4. მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელობა:
- სარეკლამო კამპანიის ჩატარება;
- ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის ჩატარება;
- საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ტურისტულ სააგენტოებთან;
- ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება.
5. აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ( ბიზნესი/ტურიზმი);
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
- ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა ( სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.
6. პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი.
თქვენი რეზიუმე (CV) გადმოგვიგზავნეთ მეილზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შერჩევა ხდება აპლიკაციის მიღების პარალელურად.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.