Director

  • Location: Tbilisi
  • Published 2237 days ago / Mar 9, 2018
    Deadline reached 2206 days ago / Apr 8, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ტურისტული კომპანია ჯეოვიზიტ აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

1. ტურისტული პროდუქტის შექმნა, განვითარება, გაფორმება და რეალიზაცია:

  • ტურისტული მომსახურების სწორი ორგანიზება;
  • ტურებისა და მომსახურების პროგრამის დაკომპლექტება;
  • ტურისტული პროდუქტების მონაცემთა ბაზის შექმნა;
  • ტურისტული პროდუქტის თვითღირებულების დაანგარიშება და გასაყიდი ფასის განსაზღვრა;
  • სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა.

2. მომსახურების მაღალ დონეზე უზრუნველყოფის კონტროლი:

  • მომსახურების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
  • მომსახურების დაჯავშნა, დადასტურება და გაფორმება;
  • ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან მუშაობა;
  • კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

3. თანამშრომლების შრომითი დისციპლინის კონტროლი:

  • საოფისე სამუშაოების მომზადება და ორგანიზება;
  • თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა და არსებული პრობლემების გადაჭრაში ხელის შეწყობა;
  • ფუნქცია-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება თანამშრომლებს შორის;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

4. მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელობა:

  • სარეკლამო კამპანიის ჩატარება;
  • ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის ჩატარება;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება ტურისტულ სააგენტოებთან;
  • ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება.

5. აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( ბიზნესი/ტურიზმი);
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
  • ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა ( სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

6. პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის პრინციპი.

თქვენი რეზიუმე (CV) გადმოგვიგზავნეთ მეილზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. შერჩევა ხდება აპლიკაციის მიღების პარალელურად.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

Join our mailing list of 19,363 users — get new announcements via email: