იპოვე უკეთესი სამსახური

ტექნიკოსი

  • მდებარეობა: კახეთი
  • გამოქვეყნდა 23 დღის წინ / 28 ივლ. 2018
    ბოლო ვადა დღეს / 20 აგვ. 2018

სს ოპპა (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად. 

სს ოპპა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: კახეთი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ქსელში განთავსებული ტერმინალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების ამოცვლა;
  • პროგრამული უზრუნველყოფა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
  • ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს);
  • აუცილებელია ქონებით უზრუნველყოფა.

უნარები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

შეუერთდით 4,304 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: