იპოვე უკეთესი სამსახური

ოფისის მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2521 დღის წინ / 21 მარ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2510 დღის წინ / 31 მარ. 2018

ნუტრიმაქსი სოფლის მეურნეობის სფეროში ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია Nutreco-სა და მისი შვილობილი კომპანიის Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.

კომპანია სთავაზობს მომხმარებელს, როგორც მზა საკვებს, ასევე კონცენტრატებს ბროილერებისთვის, კვერცხმდებელი ფინველებისთვის, ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.

კომპანია ნუტრიმაქსი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

  • კორესპონდენციის წარმოება;
  • სასტუმროების /ავიაბილეთების  და ა.შ დაჯავშნა-ყიდვა;
  • თანამშრომლების მივლინების უზრუნველყოფა;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების შექმნა;
  • კომპანიაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება;
  • საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • საოფისე მასალებისა და ინვენტარის შეძენა/ მონიტორინგი;
  • ოფისში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა (ინტერნეტი, ელ. ენერგია, ხელოსნების გამოძახება და ა.შ);
  • კომპანიის დიასახლისების სამუშაო დღის დაგეგმვა და კონტროლი; შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • მენეჯერებისგან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
  • პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • CV-ების მიღება-შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

სამუშაო დღეები:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით,  მისამართზე: info@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

შეუერთდით 19,788 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: