იპოვე უკეთესი სამსახური

ნეოტექი

ნეოტექი
ყოველვის თქვენს სამსახურში

კომპანია „ნეოტექი“ უსაფრთხოების სისტემის ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემის ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება, მისი შენარჩუნება და შესაბამისად, ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება. კომპანია „ნეოტექი“ ახორციელებს საერთაშორისო დონის გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ პროექტებს, რომლებიც შეესაბამება ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების სისტემის მიმართულებით თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში სწორედ „ნეოტექის“ მიერ არის განხორციელებული.

პროფესიონალიზმი და მაღალი და მაღალი პასუხისმგებლობა, ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა, სპეციალისტების მუდმივი სტაჟირება და ტრენინგი, ინოვაციური პროდუქტები და ხარისხზე ორიენტირებული სერვისი, კომპანიის და მისი მომხმარებლის ეფექტურ და წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას განაპირობებს.

კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვითი და სახარძრო სიგნალიზაციების, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სატელეფონო და კომპიუტერული ქსელების, ავტომატური საკეტები სასტუმროს ნომრებისთვის, შლაგბაუმის, ტურნიკეტის, მეტალოდეტექტორების, სკანერების და სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემის პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემის მწარმოებელი რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: