იპოვე უკეთესი სამსახური

მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდი, MDF 2008 წლის აპრილში, პროფესიონალ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ დაფუძნდა. 

ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეთიკური ჟურნალისტიკა და ანგარიშვალდებულება; მედია წიგნიერება; ადამიანის უფლებები; მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა; ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა.

მედიის განვითარების ფონდი, MDF ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას; ახორციელებს ადვოკატირებას; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას, აწარმოებს მედია პროდუქციას და საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების
განხორციელების მიზნით.

სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, მედიის განვითარების ფონდი, 2014 წელს, ტოლერანტობის ქომაგად დაასახელა.

შეუერთდით 19,360 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: