იპოვე უკეთესი სამსახური

გარე გაყიდვების ოფიცერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2149 დღის წინ / 8 ივნ. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2119 დღის წინ / 7 ივლ. 2018

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიებს გარე გაყიდვების ოფიცრის პოზიციებზე თბილისსა და რუსთავში.  

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“  იწყებს საცალო გაყიდვების გუნდის ფორმირებას. აღნიშნული ვაკანსია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ქონდეთ შესაძლებლობა კარიერული წინსვლისა.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ (შაბათ/კვირა დასვენება);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის სადაზღვევო პროდუქტის (ავტოდაზღვევის) შეთავაზება;
  • კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
  • კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული უნარები;  

პიროვნული უნარები:

  • აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სისხარტე;
  • მოზანდასახულობა;
  • კეთილგანწყობა;

თუ კი აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ურთიერთობას გამოცდილ გუნდთან;
  • ანაზღაურებას გამომუშავებით (საშუალოდ 400-500 ლარის ფარგლებში);

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 7ივლისისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა და ქალაქის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შეუერთდით 19,367 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: