იპოვე უკეთესი სამსახური

მძღოლი-ექსპედიტორი ევროპაში

  • მდებარეობა: უცხოეთი
  • გამოქვეყნდა 2259 დღის წინ / 16 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2247 დღის წინ / 27 Feb. 2018
  • ხელფასი: 1,600—2,000 ევრო

სააგენტო Galaxy Travel ახორციელებს სატვირთო ავტომობილის გამოცდილი მძღოლების შერჩევას ევროპაში დასაქმების მიზნით მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია აწარმოებს შიდა გადაზიდვებს ევროპის ფარგლებში, ასევე ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით (კავკასიის გავლით) და უზრუნველყოფს სწავლების ორგანიზებას.

ხელფასის ოდენობა: გამოცდილების მიხედვით: პრაქტიკის პერიოდში 1200-1350 ევრო პირველი 3 თვე, შემდეგ 1600-დან 2000 ევრომდე სამუშაოს შესრულებისა და ტექნიკური ცოდნის ათვისების მიხედვით; 

კონტრაქტის ვადა: 1-დან  3 წლამდე.

მძღოლს ესაჭიროება:

  • E კატეგორიის მართვის უფლება და მისი  ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთი;
  • მძღოლის ჩიპიანი ბარათი (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან);
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ნასამართლეობის შესახებ;
  • ასევე 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული 3.5X4,5);
  • პასპორტის და მართვის მოწმობის  ფერადი ასლები;
  • ვაკანსიის ანკეტის შევსება ქ.თბილისის წარმომადგენლობაში.  

სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაო  ვიზის მისაღებად სავიზო მხარდაჭერას და მივლინების ორგანიზებას ლატვიაში, ქალაქ რიგაში. ასევე ყველა საჭირო კონსულტაციას და სამუშაო პირობების შეთანხმებას.

სავალდებულო მოთხოვნებია:

  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა (კომუნიკაციის მიზნებისთვის);
  • ე.წოდებულ „ტრაილერზე“ (მისაბმელით 13,6 მეტრი) მუშაობის სულცოტა ექვსთვიანი გამოცდილება.

საბუთები მიიღება ქ.თბილისში. ვ.დოლიძის 48ა-ში 2018 წლის 27 თებერვლამდე, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დღის 17 საათამდე. ოფისში გასაუბრება ვიზიტის წინასწარი დანიშვნის გარეშე არ დაიშვება.

დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო საათებში ნომრებზე: 551 551 159 ან 599 777 066, ასევე მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე [email protected]  ან გამოგვიგზავნეთ ზემოთაღნიშნული დოკუმენტების ასლები და რეზიუმე.

ვ.დოლიძის ქუჩა N48ა თბილისი.
შპს „გალაქსი თრეველი“
www.galaxytravel.com.ge

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: