იპოვე უკეთესი სამსახური

ღია მონაცემების ჰაკათონი Ministry of Data

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2619 დღის წინ / 21 სექ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2609 დღის წინ / 30 სექ. 2017
Ministry of Data

გიყვარს მონაცემებზე მუშაობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები?

მაშინ შექმენი 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი და შემოუერთდი Ministry of Data-ს შავი ზღვის რეგიონის ჰაკათონს!

ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ ღია მონაცემების ჰაკათონმა Ministry of Data შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლა.

თუ გაქვს იდეა, როგორ მოუძებნო წლობით დაგროებულ მონაცემებს ინოვაციური გამოყენება და შენს გუნდთან ერთად შექმნა აპლიკაცია, ვიზუალიზაცია ან სხვა ციფრული ხელსაწყო, აუცილებლად მიიღე მონაწილეობა Ministry of Data-ს ჰაკათონში!

თქვენ საშუალება გექნებათ, აირჩიოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტურიზმის ან სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები ან თავად მოიძიოთ სასურველი მონაცემები ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობაზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. 10 ოქტომბერს კი 3 ფინალისტი გუნდი გამოვლინდება.

ფინალისტ გუნდებს პროექტზე სამუშაოდ ერთი თვე ექნებათ, რომლის განმავლობაშიც მათ მენტორობას ForSet-ის გუნდი გაუწევს. გუნდები Datafest Tbilisi 2017-ს დაესწრებიან, სადაც თავიანთ იდეას ფართო აუდიტორიას წარუდგენენ და სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის ფინალისტ გუნდებს შეეჯიბრებიან. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 7500$-ია, რომელიც 3 გამარჯვებულ გუნდზე გადანაწილდება.

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/MinistryOfData_BlackSea

დამატებითი ინფორმაციისთვის მოიწონეთ ფეისბუქის გვერდი და ეწვიეთ ვებ გვერდს.

საკონტაქტო პირი: თეონა თომაშვილი; [email protected]

შეუერთდით 19,655 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: