კომპიუტერული სერვისების კომპანია F1 2008 წელს შეიქმნა და ორიენტირებულია როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ზომის იურიდიული პირების აიტი მხარდაჭერაზე.
თითქმის 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, კომპანია ითვლის მომსახურებით კმაყოფილი მომხმარებლის ასეულებს (იურიდიული პირები) და ათასეულებს (ფიზიკური პირები). კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის იქცეს სანდო აიტი პარტნიორად, რომლის იმედიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეთ.
სერვისების სპექტრის მუდმივი გაფართოების და სრულყოფის მცდელობების შედეგად, დღესდღეობით F1 თავის მომხმარებელს მომსახურების ყველანაირ ფორმას სთავაზობს - დაწყებული სერვის ცენტრში გაწეული კომპიუტერული ტექნიკის რემონტით, დამთავრებული ადგილზე ვიზიტებით, როგორც სახლებში, ასევე ოფისებში.
F1 - კომპიუტერული სერვისი
F1 - კომპიუტერული სერვისი
ჩვენ ვართ თქვენთან, როცა გჭირდებით!