იპოვე უკეთესი სამსახური

ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2282 დღის წინ / 7 Feb. 2018
    ბოლო ვადა გავიდა 2251 დღის წინ / 9 მარ. 2018

ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი საერთაშორისო სტანდარტებით + პროგრამა ORIS 300 ლარად. კურსი ითვალისწინებს ყველა იმ მიმართულების კომპლექსურ შესწავლას, რაც საჭიროა ბუღალტრული საქმიანობის შესასრულებლად.

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.

კურსის მსვლელობისას ყურადღება ეთმობა საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების პრაქტიკულ შესრულებას, საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით.

თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლასთან ერთად კურსდამთავრებულები შეძლებენ:

  • საწარმოს ბუღალტრული ოპერაციების გატარებას;
  • ინფორმაციის დამუშავებას;
  • საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირებას;
  • ბუღალტრული ანგარიშგების წლიური ფორმების(დეკლარაციების) შევსებასა და წარდგენას საგადასახადო ორგანოებში.

თეორიული კურსის თემატიკა:

  • ბუღალტრული აღრიცხვა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის სახეები;
  • რეგისტრაციის ჟურნალი და საცდელი ბალანსი;
  • ლიკვიდურობა;
  • საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი ცვლილებების აღრიცხვა;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, იჯარის აღრიცხვა;
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების ცვეთა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • ინვესტიციების აღრიცხვა;
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის აღრიცხვა;
  • საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • ვალდებულებების აღრიცხვა და შედარებების ჩატარება;
  • საბუღალტრო რეგისტრაციის ფორმირება;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • შემაჯამებელი ამოცანები.

პრაქტიკული კურსის (ORIS) თემატიკა:

  • პროგრამის ინსტალაცია და მუშაობის დაწყება;
  • ანგარიშთა გეგმა;
  • ქვეანგარიშების შექმნის პრინციპები;
  • ბანკის სახეობის ანგარიშების გახსნა;
  • სასტარტო ნაშთების შეტანა;
  • საბუღალტრო გატარებები;
  • თანამშრომლის სახეობის ანგარიშები;
  • სასაქონლო ანგარიშები;
  • ორგანიზაციის სახეობის ანგარიშები;
  • პირველადი დოკუმენტები;
  • ანგარიშთა სახეობების გამოყენება;
  • ძირითადი საშუალებები;
  • ხელფასი, ხელფასის გადაკეთება;
  • პროექტები, სამეურნეო ოპერაციები, სამეურნეო ოპერაციების გადაკეთება და აწყობა;
  • ვალუტა, საბოლოო ფორმები, გატარებითი ფანჯრის დამატებითი ღილაკები;
  • მონაცემთა ასლების აღება და აღდგენა, სისტემის მომხმარებლები, პაროლები, ჩანაწერების წაშლა;
  • სისტემის პარამეტრები, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა.


ტრენინგის ხანგრძლივობა: თვენახევარი, კვირაში 3 ლექცია, (ერთი მეცადინეობა1.30სთ)

სწავლის საფასური:

  • აქციის ფარგლებში ჯგუფური 300 ლარი, 450 ლარის ნაცვლად;
  • ინდივიდუალური - 500 ლარი,  600 ლარის ნაცვლად.

მეცადინეობას უძღვებიან კვალიფიციური, მოქმედი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ბუღალტრები

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილზე ან საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით

საბანკო რეკვიზიტები

შპს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი
კოდი: TBCBGE22
ა/ა GE84 TB77 3983 6080 1000 04

საფასურის გადახდისას მიუთითეთ თქვენი გვარი და პროგრამის სახელწოდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვწეროს ან დაგვიკავშირდეს:

ტელ: 555 50 71 73; 599 40 71 73; 599 90 16 61
ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 56
https://www.facebook.com/traningi
[email protected]

შეუერთდით 19,382 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: