იპოვე უკეთესი სამსახური

EMC — ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

EMC — ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაარსდა 2012 წლის 28 ნოემბერს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების მიერ. ორგანიზაცია ამ დროიდან მოყოლებული მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმირების,  სტრუქტურული ძალადობისა და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე.

ორგანიზაციის ძირითადი ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირები, მძიმე სამუშაო პირობებში დასაქმებულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლგბტ ადამიანები და რელიგიური ჯგუფები.  თავის საქმიანობაში EMC იყენებს კვლევის,  მონიტორინგის, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.

შეუერთდით 19,680 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: