კრეატიული განვითარების ცენტრი ეძებს სტაჟიორს ორი მიმართულებით:
- სოციალური მედია
- გრაფიკული დიზაინი
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და მეტი ცოდნის მიღების სურვილი შემდეგი მიმართულებებით:
სოციალური მედია მენეჯერი
- ორგანიზაციის სოციალური ქსელების მართვა;
- სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება ორგანიზაციის გუნდთან ერთად;
- კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- ორგანიზაციის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
- ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის;
გრაფიკული დიზაინერი
- გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, სასურველია Indesign - საბაზისო მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა;
- ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
- დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და სამუშაო;
- ცოდნის მიღების და განვითარების შესაძლებლობა;
- საკუთარი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა;
- მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი და მორგებული როგორც სამუშაოს ასევე თქვენს საჭიროებებზე.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV 15 ივლისამდე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე :