ვისოლის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და სწორედ ახალი კადრებია ის სიცოცხლისა და განვითარების საფუძველი, რომელიც კომპანიას ახალი იდეებით უზრუნველყოფს. 5000-მდე თანამშრომლით, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.
ვისოლის მისიაა, მუდმივი ინოვაციების გზით, მოგვქონდეს მატერიალური და მორალური სარგებელი კომპანიასთან დაკავშირებული ყველა ჯგუფისთვის, დავიმკვიდროთ ქართული ბიზნესის ფლაგმანის ადგილი.