ომედია უკვე 10 წელია, რაც უმაღლესი ხარისხის ვებსაიტებს, ვებ და მობილურ აპლიკაციებს ქმნის ყველა ზომის კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის. ჩვენი გუნდი შედგება საკუთარი საქმის პროფესიონალი დეველოპერების, დიზაინერებისა და მენეჯერებისგან, ვისთვისაც ყოველი პროექტი ახალი გამოწვევაა.
2014 წლიდან ომედია დეველოპერული და მედია კომპანიის უნიკალური კომბინაცია გახდა — ჩვენს გუნდს ეკუთვნის ონლაინ მედია-გამოცემები და სერვისები, რომლებიც ხარისხის ახალ სტანდარტს ქმნის და ყოველდღიურად ათობით ათას მომხმარებელს მასპინძლობს. ჩვენი გუნდის მიმდინარე ბრენდებია On.ge მისი ყველა სერვისით და ჟურნალი TREND.