შპს „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი“ წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.
კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი - აძლევს საშუალებას ჩვენს კლინიკას დაიმკვიდროს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა მიმართულებებში. ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008.