PR Manager

  • Location: Tbilisi
  • Published 2206 days ago / Apr 12, 2018
    Deadline reached 2175 days ago / May 12, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ISO Consulting გიწვევთ დაინტერესებულ პირებს PR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში PR მენეჯერის პოზიციაზე .

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი), რომლიც შეიძება უკავშირდებოდეს PR საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სხვა მოსაზღვრე სფეროში);
  • სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა).
  • სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა
  • გრაფიკული და საოფისე პროგრამების ცოდნა: Photoshop, CorelDraw, EXCEL, WORD ან სხვა მსგავსი პროგრამები.

ძირითადი ფუნქციები:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
  • ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
  • ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება;
  • ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება;
  • ოფიციალური წერილებისა და ელ. წერილების მომზადება;
  • ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი;
  • დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
  • ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება.

გამოცდილება:

  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

  • შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა
  • სკურპულოზური, დეტალებზე ორიენტირებული
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა
  • კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი
  • კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება.

შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში:

  • პროფესიული ტესტი (ინგლისურად)
  • ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა)
  • ქართული ენის ტესტი (გრამატიკა)
  • უნარ-ჩვევების ტესტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ „PR მენეჯერი“.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.isoconsulting.ge

Join our mailing list of 19,366 users — get new announcements via email: