ISO Consulting გიწვევთ დაინტერესებულ პირებს PR მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში PR მენეჯერის პოზიციაზე .
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი), რომლიც შეიძება უკავშირდებოდეს PR საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სხვა მოსაზღვრე სფეროში);
- სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა).
- სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა
- გრაფიკული და საოფისე პროგრამების ცოდნა: Photoshop, CorelDraw, EXCEL, WORD ან სხვა მსგავსი პროგრამები.
ძირითადი ფუნქციები:
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
- ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
- ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება;
- ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) დიზაინის დამუშავება;
- ოფიციალური წერილებისა და ელ. წერილების მომზადება;
- ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი;
- დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად;
- მედიასთან ურთიერთობა;
- საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
- ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება.
გამოცდილება:
- სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა
- სკურპულოზური, დეტალებზე ორიენტირებული
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა
- კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი
- კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება.
შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.
ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში:
- პროფესიული ტესტი (ინგლისურად)
- ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა)
- ქართული ენის ტესტი (გრამატიკა)
- უნარ-ჩვევების ტესტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ „PR მენეჯერი“.
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.isoconsulting.ge