The full text of this announcement is in Georgian:
კომპანია "კოლორპაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „კოლორპაკი“ დაარსდა 2005 წელს. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი დამკვეთების ბაზის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა და მისი ტექნიკური მახასიათებლების გათავისება;
- პოტენციურ დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
- დაკვეთის ვადაში შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების შემდგომ კლიენტის კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება;
- CRM - რეპორტინგით სარგებლობა ყოველდღიურად;
- გაყიდვების ყოველკვირეული რეპორტების მიწოდება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში;
- 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის ან კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- ყურადღება მიენიჭება შინაგან მოტივაციას, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;
- პოლიგრაფიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პოზიტიური განწყობა;
- სერიოზული მოტივაცია განვითარებისათვის;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა, ჰიპერაქტიურობა;
- კომუნიკაბელურობა.
ტექნიკური უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის სწორი მენეჯმენტი;
- სერვისზე ორიენტირებული;
- აქტიური მსმენელი და შესაბამისად აქტიური კომუნიკატორი;
- სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების კარგი უნარები.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 შაბათის ჩათვლით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20
ვაკანტური ადგილები: 2
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე [email protected]
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!