იპოვე უკეთესი სამსახური

გაყიდვების მენეჯერი

  • მდებარეობა: თბილისი
  • გამოქვეყნდა 2323 დღის წინ / 15 დეკ. 2017
    ბოლო ვადა გავიდა 2312 დღის წინ / 25 დეკ. 2017

კომპანია "კოლორპაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „კოლორპაკი“ დაარსდა 2005 წელს. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს,  კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

  •  ახალი დამკვეთების ბაზის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  •  პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა და მისი ტექნიკური მახასიათებლების გათავისება;
  •  პოტენციურ დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაცია;
  •  ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
  •  დაკვეთის ვადაში შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების შემდგომ კლიენტის კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება;
  •  CRM - რეპორტინგით სარგებლობა ყოველდღიურად;
  • გაყიდვების ყოველკვირეული რეპორტების მიწოდება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში;
  • 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის ან კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ყურადღება მიენიჭება შინაგან მოტივაციას, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;
  • პოლიგრაფიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • პოზიტიური განწყობა;
  • სერიოზული მოტივაცია განვითარებისათვის;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, ჰიპერაქტიურობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ტექნიკური უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის სწორი მენეჯმენტი;
  • სერვისზე ორიენტირებული;
  • აქტიური მსმენელი და შესაბამისად აქტიური კომუნიკატორი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების კარგი უნარები.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00 შაბათის ჩათვლით

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ბაღდავაძის #20

ვაკანტური ადგილები: 2

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე [email protected]

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

 

შეუერთდით 19,366 მომხმარებელს — გამოიწერეთ ვაკანსიები ელფოსტით: