QA Specialist

  • Location: Tbilisi
  • Published 2170 days ago / May 21, 2018
    Deadline reached 2139 days ago / Jun 20, 2018
  • Salary: 550—1,000 GEL

The full text of this announcement is in Georgian:

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება;
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია;
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე; მეორე ბიჯი - 750 ხელზე; მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე (ბიჯებს შორის სხვაობა არის საშუალოდ 8 თვე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

Join our mailing list of 19,368 users — get new announcements via email: