Driver

  • Location: Tbilisi
  • Published 2169 days ago / May 23, 2018
    Deadline reached 2140 days ago / Jun 20, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

სერვის ნეტ გრუპი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-ვალდებულებები:

  • კომპანიაზე რიცხული ავტოსატრანსპორტი საშუალების მართვა;
  • მგზავრების  უსაფრთხოდ გადაადგილების  უზრუნველყოფა;
  • საჭირო ტექნიკის, ინვენტარისა და  ტვირთის ტრანსპორტირება/ტვირთის გადაზიდვის დროს ტრანსპორტირების უფლების დამადასტურებელი და  მანქანის მართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის ქონა;
  • ტვირთვის ტრასპორტირების შემთხვევაში ლოჯისტიკის განყოფილების შესაბმისი ოპერატორის ინფორმირება სასაქონლო ზედნადების შესაბამის  პორტალზე ატვირთვის მიზნით;
  • მასზე რიცხული სატრანსპორტი საშუალების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანების შემთხვევაში  უშუალო ხელმძრვანელის ინფორმირება და დროული პროფილაქტიკა;
  • სამუშაო პროცესში ჩართვამდე უფროსი კოორდინატორისგან საგზურის ფურცლის მიღება და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლა;
  • საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში ხანგრძლივი დროით  მივლინების ვალდებულება;
  • უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვის ვალდებულება;
  • მგზავრების  გადაადგილების წესების დაცვის ვალდებულება;
  • ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვის ვალდებულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მძღოლის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში სხვა დავალელების შესრულება.

მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება
  • მართვის მოწმობა/მართვის გამოცდილება (b,c,e  კატეგორიის ფლობა);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5  წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] 2018 წლის 20 ივნისის ჩათვლით ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

Join our mailing list of 19,369 users — get new announcements via email: