The full text of this announcement is in Georgian:
სს ოპპა (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად.
სს ოპპა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში განთავსებული ტერმინალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების ამოცვლა;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
- ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს);
- აუცილებელია ქონებით უზრუნველყოფა.
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.