Researcher

  • Location: Tbilisi
  • Published 2555 days ago / May 1, 2018
    Deadline reached 2547 days ago / May 8, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

მედიის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს “მითების დეტექტორის” მკვლევარის ვაკანსიაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • მედიის მონიტორინგის შედეგების შესწავლა და გადასამოწმებელი მასალის შერჩევა;
  • ინფორმაციის გადამოწმება მონაცემთა ღია წყაროებზე დაყრდნობით;
  • ანალიტიკური მასალების მომზადება;
  • სტუდენტებთან ფაქტების გადამოწმებაზე ინდივიდუალური მუშაობა;
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
  • ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულმა პირებმა 8 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ურთიერთობები აკავშირებს.

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: [email protected] წერილის საგანში მიუთითეთ “მითების დეტექტორის” მკვლევარი.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact checking) და ინგლისურენოვან წყაროებთან მუშაობაში.

Join our mailing list of 19,921 users — get new announcements via email: