Promo-Merchandiser

  • Location: Tbilisi
  • Published 2271 days ago / Feb 14, 2018
    Deadline reached 2240 days ago / Mar 16, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

შპს ლიტვური საცხობი+ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიტვური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია დაარსდა 2005 წელს და ამ პერიოდიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს დაბალ კალორიულ, 100 პროცენტით ნატურალური და ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურსა და პურის პროდუქტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვაგრძნობინოთ ლიტვურ ტრადიციულ და გამოცდილ ტექნოლოგიებზე დამზადებული პროდუქტის ჯანსაღი მარგებლობა. 

დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა მეგობრულ წრესა და პროფესიული განვითარების პერსპექტივას.

ლიტვური საცხობი+ აცხადებს ვაკანსიას პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის პრეზენტაცია;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
  • რეპორტების ჩაბარება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვის უნარი;
  • გამართული მეტყველება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • აქტიურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

პირობები:

  • სამუშაო დღეები და საათები: კვირაში 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 სამუშაო საათი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: [email protected] 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრომო- მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

Join our mailing list of 19,371 users — get new announcements via email: