Technician Manager

  • Location: Batumi
  • Published 2148 days ago / Jun 20, 2018
    Deadline reached 2132 days ago / Jul 5, 2018

ლე პორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

ტექნიკური მენეჯერი ვალდებულია ობიექტზე მოაგვაროს სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემები, აწარმოოს რეგულარული მონიტორინგი შენობაში არსებულ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე.  

  • შენობის შიდა და გარე დაზიანებების მონიტორინგი;
  • სველი წერტილების კონტროლი; მსუბუქი სანტექიკური სამუშაოების ჩატარება;
  • ელ.ქსელის და განათების კონტროლი; მსუბუქი  სამუშაოების ჩატარება;
  • დიზელ-გენერატორში საწვავის კონტროლი; ტრანსფორმატორის კონტროლი;
  • ჩილერების, ახუების კონტროლი;
  • წყლის წნევის კონტროლი;
  • საქვაბის, რეზერვუარების კონტროლი;
  • სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ტექნიკის კარგი ცოდნა;
  • ლიფტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის და სხვადასხვა კომუნიკაციების უსაფრთხოების კონტროლი;

უსაფრთხოების ნორმების დაცვა:

  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ფეთქებად ნივთირებებთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა და დაცვა;
  • ცეცხლსაშიშ აღჭურვილობებთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
  • ყველა აღჭურვილობის ფრთხილი და სათანადო მოპყრობა;
  • მუშაობისას კანონით დადგენილი წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected] 2018 წლის 5 ივლისი. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Join our mailing list of 19,376 users — get new announcements via email: