Problem Loan Manager

  • Location: Tbilisi
  • Published 2261 days ago / Feb 22, 2018
    Deadline reached 2230 days ago / Mar 24, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

ფინანსური ბიურო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 400-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების დამუშავებაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „პრობლემური სესხების მართვის მენეჯერი - თბილისი“. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Join our mailing list of 19,370 users — get new announcements via email: