The full text of this announcement is in Georgian:
ეტალონი-მედია ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული და სოციალური მედიის არხებისთვის კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი მასალების მომზადება;
- ორგანიზაციისათვის საჭირო გრაფიკული და საბეჭდი მასალების კონცეფციის შექმნა და დამზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- გრაფიკული დიზაინის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;
- გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
- სასურველია სამონტაჟე პროგრამების (Adobe Premiere, After-effects) ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დასახული ამოცანების დროულად და ოპერატიულად შესრულების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 აგვისტო 2018 წელი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV და პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი - კანდიდატების პორტფოლიოს და CV გადარჩევა
II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და პრაქტიკული დავალების შესრულება
გისურვებთ წარმატებებს!