Lawyer/Analyst

  • Location: Tbilisi
  • Published 2161 days ago / Jun 2, 2018
    Deadline reached 2115 days ago / Jul 17, 2018
  • Salary: From 2,040 GEL

The full text of this announcement is in Georgian:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ადამიანის უფლებათა იურისტი/ანალიტიკოსი იმუშავებს EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროები იქნება:

  • რელიგიის თავისუფლება;
  • ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
  • გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;
  • ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და პოლიტიკა.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • თანასწორობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ანგარიშების, კვლევების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • კვლევისა და ადვოკატირების მიზნებისათვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და რელევანტური კვლევების შესწავლა და ანალიზი;
  • სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფოს პოლიტიკის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
  • ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, მათ შორის, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
  • ადვოკატირების მიზნით სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • პროგრამის რელევანტური პროექტების კოორდინირება;
  • პროგრამის  ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსის საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობისა და ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ.  მხედველობაში იქნება მიღებული კანდიდატის მიერ პროგრამის თემატიკასთან დაკავშირებით მომზადებული ნაშრომი, სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა პუბლიკაცია.

ანაზღაურება:  მინიმალური ანაზღაურება 2040 ლარი (დარიცხული).

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს გვერდნახევარისა);
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
  • არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: ადამიანის უფლებათა იურისტის/ანალიტიკოსი.

კანდიდატები შეირჩევიან ორეტაპიანი კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 17 ივნისი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ვებგვერდი: www.emc.org.ge
ტელ: +995 32 2 233 706
ელ-ფოსტა:[email protected]
Facebook.com/EMCRIGHTS

Join our mailing list of 19,370 users — get new announcements via email: