The full text of this announcement is in
Georgian:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის (PR) პოზიციაზე.
EMC დაარსდა 2012 წელს სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების მიერ. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია მუშაობს მარგინალიზებული და დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმების, სტრუქტურული ძალადობის და სოციალური ჩაგვრის საკითხებზე. სამუშაო პროცესში ორგანიზაცია იყენებს კვლევის, მონიტორინგის, სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირების და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს.
ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.emc.org.ge
კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია და მოვალეობები:
- ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
- ვებგვერდის მართვა/ანალიზი;
- სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Twitter, LinkedIn) მართვა/ანალიზი;
- ორგანიზაციის საჯარო ღონისძიებების (პრესკონფერენცია, კონფერენციები, პრეზენტაცია და სხვა) ორგანიზება და მედიასთან კომუნიკაცია;
- მედიასთან სისტემური და პროაქტიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- მედიამონიტორინგი;
- ორგანიზაციაში შექმნილი კონტენტის მულტიმედია პროდუქტად გარდაქმნა;
- ორგანიზაციის სამუშაო თემატიკისა და მანდატის გათვალისწინებით, მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე, ასევე საჯარო დისკუსიებზე ორგანიზაციის გამოხმაურებისა და დროული, პროაქტიული და ეფექტიანი საჯარო პოზიციონირების უზრუნველყოფა;
- სოციალური კამპანიების დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზება;
- ორგანიზაციის ინფორმაციული მასალების (ფლაერები, ბროშურები, ინფოგრაფიკები) ფორმასა და შინაარსზე მუშაობა და დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალური მხარის მომზადების უზრუნველყოფა;
- კრიზისული პიარის მენეჯმენტი;
- ორგანიზაციის საქმიანობის კვარტალური მიმოხილვითი დოკუმენტის მომზადების პროცესის ორგანიზება;
- ვებ-კონტენტის ტექსტების რედაქტირება;
- პუბლიკაციების და სხვა საკომუნიკაციო მასალების ბეჭდვის პროცესის ორგანიზება და სტამბასთან ურთიერთობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით;
- მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რედაქტორული მიდგომები და ანალიტიკური აზროვნება;
- სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- შემოქმედებითობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გპირდებით:
- ჰორიზონტალურ, კეთილგანწყობილ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კომუნიკაციების სფეროში მუშაობის საინტერესო გამოწვევებს და გამოცდილებას;
- სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ახალი ცოდნის შეძენას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ანაზღაურება: მინიმალური ანაზღაურება 1870 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
განაცხადის წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ EMC-კომუნიკაციების მენეჯერი.
- რეზიუმე (СV);
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები;
- კანდიდატის მიერ ორგანიზებული კამპანიების, ღონისძიბების პორტფოლიო ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 26 ნოემბერი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: 577 29 10 03 ელენე ხარაზაშვილი
ოფისი: 0322 23 37 06
მის: თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ა