The full text of this announcement is in
Georgian:
„დრესაპ ჯგუფი“ (Levi’s, Lee, Wrangler, Mavi, Rifle, Converse, Lacoste, Vans, Bensimon და სხვა ბრენდების ოფიციალური წარმომდგენელი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე!
ძირითადი მოთხოვნები:
- სასიამოვნო გარეგნობა;
- გამართული მეტყველება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ასაკი – 18-დან 30 წლამდე;
- უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება და კონსულტირება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქტების გაყიდვა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად 20 ოქტომბრამდე, შემდეგ მისამართზე: [email protected]. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “კონსულტანტი.”