The full text of this announcement is in
Georgian:
საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Plus Bakuriani აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება;
- სასიამოვნო გარეგნობა;
- სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსება;
- ჯავშნების განხორციელება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
- მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
- სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და ლოკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.