The full text of this announcement is in
Georgian:
საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი ბებე+ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე კონსულტანტის თანამდებობაზე ქალაქ თბილისში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ სალაპარაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. ხელფასის ოდენობა შეადგენს დღეში 10 ლარს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV (აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად), ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 2014 წლის 7 ივლისისა. განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.