Java/Web/Mobile Developer

  • Location: Tbilisi
  • Published 2265 days ago / Feb 20, 2018
    Deadline reached 2234 days ago / Mar 22, 2018

The full text of this announcement is in Georgian:

აზრი არის ლიდერი კომპანია მაღალტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული (Software/Hardware) პროექტების დეველოპმენტის დარგში. კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ფინანსური, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისთვის.

“აზრი” არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

ვეძებთ როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ პროგრამისტებს.

გამოგზავნეთ თქვენი CV თუ ქვედა პოზიციებიდან რომელიმეთი დაინტერესდით.

გთხოვთ წაიკითხოთ ვაკანსიის აღწერები.

1. Java Software Development Intern

ეს ვაკანსია თქვენთვის არის თუ:

  • ხართ სტუდენტი ან უბრალოდ დამწყები პროგრამისტი, რომელსაც აქვს სურვილი დაიწყოს მუშაობა და განვითარდეს. სურვილის გარდა აუცილებელია იყოთ თავდაჯერებული, მოტივირებული და გქონდეთ პროგრამირებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა;
  • გაგაჩნიათ Java-ს და Web-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
  • პლიუსად ჩაითვლება: Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…), Maven, Git.

2. PHP/Web Developer

ეს ვაკანსია თქვენთვის არის თუ:

  • ხართ Web Developer-ი და იცით PHP. ასევე გაინტერესებთ სხვა მიმართულებებითაც განვითარება, რომ PHP-ს გარდა დაეუფლოთ და ჩაერთოთ კომპანიის სხვა საინტერესო პროექტებშიც. აზრის ძირითადი მიმართულება არ არის საინფორმაციო საიტების დიდი რაოდენობით კეთება. საიტები არის ჩვენი დიდი სისტემების თანმდევი კომპონენტები, ამიტომ ძირითადად ვამუშავებთ კომპლექსურ სისტემებს, როგორიცაა მაგალითად matsne.gov.ge ან transit.ttc.com.ge;
  • გაგაჩნიათ PHP, HTML, JS, CSS - ის ცოდნა;
  • პლიუსად ჩაითვლება: Drupal, Laravel, Git.

3. Mobile Developer (Android/IOS)

ეს ვაკანსია თქვენთვის არის თუ:

  • ხართ გამოცდილი Mobile Developer-ი და გაინტერესებთ სხვა მიმართულებებით განვითარებაც, რომ გარდა Mobile Developer-ობისა დაეუფლოთ და ჩაერთოთ კომპანიის სხვა საინტერესო პროექტებშიც. აზრის ძირითადი მიმართულება არ არის დიდი რაოდენობით მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი. მობილური აპლიკაციები არის ჩვენი დიდი სისტემების თანმდევი კომპონენტები, ამიტომ თუ ისეთი პროგრამისტი ხართ რომელმაც იცის Mobile Development-ი და ასევე  ერკვევით სხვა მიმართულებებშიც ან გაინტერესებთ სხვა მიმართულებებით განვითარებაც, საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის;
  • Android და/ან IOS, Git - ის ცოდნა;
  • ყველანაირი სხვა ტექნოლოგიის ცოდნა და კვალიფიკაციის ქონა ჩაითვლება პლიუსად.

რას გთავაზობთ:

  • კომფორტული ოფისს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
  • თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას;
  • საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრების დროს შეგატყობინებთ CV-ს გამოგზავნიდან უმოკლედ ვადაში. დაგიკავშირდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩვენს მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ.

Join our mailing list of 19,371 users — get new announcements via email: